კახაბერ კუჭავა ლუ ჰაოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და კომიტეტის წევრი ირაკლი ხახუბია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაციონალური კონგრესის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუ ჰაოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობასა და კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზე შეთანხმდნენ.
„ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ურთიერთობა საქართველომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გაააქტიურა. ჩინეთს დიდი გამოცდილება აქვს ბუნებრივი რესურსების მართვის და გარემოსდაცვითი ღონისძიებების კუთხით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ კოლეგას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯოებესების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები გავაცანით. შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები