ბათუმში, მოსალოდნელი შტორმის გამო, შავ ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები იწმინდება

ბათუმში, მოსალოდნელი შტორმის გამო, შავ ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები იწმინდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რეგიონში მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, სპეცტექნიკა ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხების უწყვეტ რეჟიმში წმენდს.
“შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები, მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. სპეცტექნიკის მეშვეობით, უწყვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები”, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სინოპტიკოსები დღეს 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ, ამჟამად ბათუმში წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები