ვარკეთილში, ძლიერმა ქარმა 8 წლის გოგონა წააქცია – ბავშვი საავადმყოფოშია

ვარკეთილში, ძლიერი ქარის გამო, 8 წლის გოგონა წაიქცა და თავის არეში ტრავმა მიიღო. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, მოზარდს თავის არის ტრავმა და სხეულის ზედაპირული სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.
მათივე ინფორმაციით, 8 წლის ბავშვი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ამინდის გაუარესებისა და ძლიერი ქარის გამო, პრობლემები შეექმნა მოსახლეობას. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო მოსახლეობისგან შეტყობინებები გახშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ხის ტოტები მოგლიჯა, ზოგან კი, სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 21 აპრილს, დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი იქროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები