ძლიერი ქარის გამო, თბილისის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა

ამინდის გაუარესებისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო, მოსახლეობისგან შეტყობინებები გახშირდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ხის ტოტები მოგლიჯა, ზოგან კი სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯა.
ძირითადად, შეტყობინებები ისანი-სამგორის, გლდანის, დიდი დიღმის დასახლებიდან ფიქსირდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 21 აპრილს, დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი იქროლებს.
მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები