ავიაკომპანია “ვიზეარმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან ექვსი თვე შეაჯამა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან, ექვს თვეში, ავიაკომპანია “ვიზეარი” 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
ამის შესახებ საქართველოში მყოფმა “ვიზეარის” პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბარადიმ სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან “ვიზეარის” ქუთაისის ბაზის გახსნიდან ექვსი თვის შედეგები შეაჯამა.
ჯოზეფ ბარადის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ავიაკომპანიამ 200%-იანი ზრდა დააფიქსირა 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში, 2016 წელს საქართველოში “ვიზეარის” მომსახურებით 168 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
მანვე საქართველოს ბაზარზე კომპანიის წილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის შემდეგ, “ვიზეარი” საქართველოში ლიდერი იქნება.
ამასთან, ცნობილია, რომ ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით ახალ რეისს ავიაკომპანია 18 ივნისს შეასრულებს.
ავიაკომპანია “ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა.
შარშან, 23 სექტემბერს კი ქუთაისში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები