პარიზში პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” პარიზში ხუთშაბათს საღამოს პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ელისეის მინდვრებზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
პარიზის პროკურატურა იუწყება, რომ თავდამსხმელის სახელი ცნობილია, მაგრამ მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ გამჟღავნდება. მის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა.
ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი საფრანგეთის 39 წლის მოქალაქეა, რომელიც ისლამისტებში “აბუ იუსეფ-ბელგიელის“ სახელით იყო ცნობილი
ფრანგული სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მომხდარს ოფიციალურად მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები