აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ირანს სირიაში, იემენში, ერაყსა და ლიბანში ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებს. ასევე, მისი თქმით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ შეტევებს მხარს უჭერს.
„ირანი არის მსოფლიოში ტერორისტების დაფინანსების ძირითადი ქვეყანა. ის სირიაში, იემენში, ერაყსა და ლიბანში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ირანი მრავალი კონფლიქტის გამწვავებაზე არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა ტილერსონმა.
მან ასევე დაამატა, რომ ირანის საზღვაო ძალები სპარსეთის ყურეში გემების თავისუფალ მიმოსვლას ხელს უშლიან და იქ სამოქალაქო და სამხედრო გემებს ემუქრებიან.
„თეირანი მხარს უჭერს სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკე ჩაიდინა. ირანი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა“, – განაცხადა ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ირანის დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებზე ირანის მომდევნო ხელისუფლება, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვა, პასუხისმგებელი, ბუნებრივია, ვერ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები