1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3824 ლარი გახდა

0

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3824 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3824 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5404 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5418 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი