BACSA-ს რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

ქალაქ შეკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. ყურადღება მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებისთვის საქართველოში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გამახვილდა.
მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში, აბრეშუმის ხელნაკეთი ნაწარმის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებმა ქალაქ შეკის მეაბრეშუმეობის აბრეშუმის პარკსახვევი ფაბრიკა დაათვალიერეს, რომელშიც ძველ დაზგა-დანადგარებთან, საქსოვ, სამღებრო და საჩითავ მოწყობილობებთან ერთად, თანამედროვე ძაფსახვევი მანქანებია განთავსებული.
კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, მათ შორის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩინეთის, კუბის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები