ავიაკომპანია „Ellinair“ თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს

ავიაკომპანია „Ellinair“ თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.
ასევე, ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით.
სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 18 მაისიდან 14 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო ჰერაკლიონსა (კუნძული კრეტა) და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან 14 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.
ფრენები Boeing B737, Airbus A319, Airbus A320 და Avro RJ85 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა.
„Ellinair“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები