საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

17-18 აპრილს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ირანელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც გახსნიან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში მოჰამედ ჯავად ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები