ილია სვიანაიძე :ჩემი ცეკვისადმი სიყვარული თამამად შემიძლია ვთქვა რომ ათწლეულებს ითვლის

საკმაოდ ადრეული ასაკიდნ დავიწყე ცეკვაზე სიარული. 6 წლის ვიყავი როცა ანსამბლ

(ორბი) „პატარა ვირტუოზებში“ მიმიყვანეს მშობლებმა ბატონ გია დავითაშვილთან.

დაახლოვებით 2 წელიწადში, მას მერე რაც გავიარე მოსამზადებელი კურსი, გადავედი

ანსამბლლის ძირითად შემადგენლობაში. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩემი პირველი

ნაბიჯები პროფესიულ გზაზე, მაშინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ რამხელა ადგილს

დაიკავებდა ჩემს ცხოვრებაში ცეკვა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან

აბსოლუტურად ლოგიკური მეჩვენება ის ფაქტი რომ მთელი ამ წლების განმავლობაში

ერთგულად ვემსახურები ქართულ ცეკვას, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ბატონი გია

დავითაშვილის და სხვა ჩემთვის ძვირფასი პედაგოგების ძალისხმევა რომ მე

შევმდგარიყავი წარმატებულ და პროფესიონალ მოცეკვავედ-რისთვისაც მე ყოველთვის

მადლიერი ვიქნები მათი. ანსამბლ „პატარა ვირტუოზებთან“ ერთად გავიარე რთული,

გრძელი და ამავდროულად შედეგიანი გზა. იყო ბევრი წარმატება, დიდი შრომა და

მოგზაურობა ევროპის და სამხრეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია

დამწყები მოცეკვავისთვის ის გარემოება რომ გეძლევა შესაძლებლობა ადრეული

ასაკიდან მიიღო უზარმაზარი გამოცდილება სცენაზე დგომის და შენი ხელოვნების

საკმაოდ დიდი მასშტაბის აუდიტორიამდე მიტანა თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელი

ნასიამოვნები და გაოგნებული რჩება.

2009 წელს ჩემი პედაგოგის გია დავითაშვილის რეკომენდაციით ჩავირიცხე სიმღერისა

და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში“ მსახიობ-მოცეკვავედ. იმ

პერიოდში ანსამბლის სამხატრო ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ჯემალ ჭკუასელი,

ხოლო მთავარი ქორეოგრაფი ბატონი რევაზ ჭოხონელიძე, რომლებმაც უზარმაზარი

წვლილი შეიტანეს ზოგადად ანსამბლლის და პირადად ჩემი წარმატებისთვის. 5 წლიანი

მუშაობის შედეგად ჩამოვყალიბდი დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალ

მოცეკვავედ. მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საკუთარ თავზე და ანსამბლთან ერთად

მიმეღო მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვან კონცერტში და ასევე მემოგზაურა

საზღვარგარეთ. გამოვყოფდი ანსამბლისთვის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ

კონცერტს. იმ საღამოს დახლოვებით 2000 მდე მაყურებელი ფეხზე მდგარი გვიკრავდა

ტაშს თითქმის მთელი კონცერტის მსვლელობისას, მსგავსი ემოცია რთუი გადმოსაცემი

და დაუვიწყარია.

2014 წელს მივიღე მოწვევა ერთ-ერთი ცნობილი თურქული შოუდან „ტროა“ და

გავაფორმე ორ წლიანი კონტრაქტი ანსამბლ „fire of Anatolia” სთან. ეს შოუ გახლდათ

ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ 2

წლის განმავლობაში მოგვიწია 300 ზე მეტი კონცერტის გამართვა სხვადასხვა ქალაქსა

თუ ქვეყანაში.

2015 წელს მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო აშშ-ში, კერძოდ

ლოსანჯელესში გამართულ ლათინო ამერიკული ცეკვების ფესტივალ „სალსას“ გახსნა-

დახურვის ცერემონიალში, სადაც სპეციალური მოწვევით ვიყავი ჩემს მეგობრებთან

ერთად „kartvelian warrior dancers”. მე ძალიან მოხარილი ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა

მიმეღო მონაწილეობა ასეთი მაღაი დონის ფესტივალლში, და პირადად ჩემთვის ეს იყო

ერთგვარი გამოწვევა, რადგან მე და ჩემს მეგობრებს უნდა წარმოგვეჩინა ქართული

ცეკვა ისე რომ ეს სრულიად განსხვავებული სტილი ამერიკელი მაყურებლისთვის

საინტერესო და ამავდროულად სანახაობრივი ყოფილიყო. ეს ასეც მოხდა. ვთვლი რომ

ქართული ცეკვის პოპულარიზაცის საქმეში ჩვენი მოკრძალებული მაგრამ ღირსეული

წვლილი შევიტანეთ.

ამჯერად მაქვს რამდენიმე შემოთავაზება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ასევე მაქვს სამომავლო გეგმები და შევეცდები მათ განხორციელებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები