დავით ბაქრაძე: ნატო საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს

ნატო საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და ყოველთვის აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესია კითხვის ნიშნებს არ ბადებს, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნატოში ამბობენ, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და ამ მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს.
“დღესდღეობით, ნატოს დღის წესრიგში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია კითხვის ნიშნებს არ ბადებს. და ეს ყოველთვის აღინიშნება. ნატოში ამბობენ, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და ამ მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს”, – განაცხადა ბაქრაძემ.​
საქართველო ნატოს საპარლამენტო დელეგაციას მაისში უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები