პატრიარქის პირადი დაცვის შემადგენლობა, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ექვემდებარება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, პირადი დაცვის შემადგენლობა, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ექვემდებარება. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. წყაროს აღნიშნული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დაუდასტურა.

როგორც მან განაცხადა, სამების ტაძარსა და საპატრიარქოს, ისედაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავდა, ხოლო პატრიარქის პირადი დაცვა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ირიცხებოდა, პირველი აპრილიდან კი, პირადი დაცვის შემადგენლობაც მათ დაქვემდებარებაში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები