მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალი რეგულაციები უწესდებათ

1 მაისიდან მიკროსაფინასო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. როგორც “რადიო იმედის” გადაცემა “ეკონომიქსში” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სის” ხელმძღვანელმა გია პეტრიაშვილმა განაცხადა.
რეგულაციებით ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდის სრულყოფილი ინფორმაცია ხელშეკრულებაში დაწერილ პირობებთან დაკავშირებით.
კერძოდ, ისე როგორც ეს ხდება კომერციული ბანკების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია პირველ გვერდზე გამოიტანოს ის მთავარი ვალდებულებები, რასაც მსესხებელი კლიენტს აკისრებს. ასევე უნდა გაიზარდოს ხელშეკრულების შრიფტი. პეტრიაშვილის თქმით, ეს ხელს შეუწობს როგორც მომხმარებელთა, ისე კომპანიის უფლებების დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები