პრეზიდენტმა „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს „სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის” შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაწესდა დასვენების დღეები საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში არანაკლებ სამი შაბათ – კვირა. ხოლო საწყისი სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე, ყოველკვირეულად ორი დღე- შაბათი და კვირა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლის მიზანიც კანონით განსაზღვრული ვადების გაუქმებაა.
„მეწარმეებს და კომპანიებს, რომლებსაც სახელწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გადავადების, ან ვალის პატიებისათვის ფინანსთა სამინისტროსათვის 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა მიემართათ, ეს ვადა გაუქმდა და მათ ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება მიმართონ შესაბამის უწყებებს.
ეს საშუალებას მისცემს საწარმოებს შეზღუდული ვადების გარეშე მიმართონ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო, ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების მოთხოვნით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს დამატებითი და დეტალური ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები