სუს-ის უფროსის მოადგილემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 2016 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო.
“ალექსანდრე ტაბატაძე კომიტეტებს სუს-ის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
სხდომის დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა”, – ნათქვამია სუს-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები