მთავრობის რეფორმის პროგრამა, მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას

მთავრობის რეფორმის პროგრამა, მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას.
სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეფორმის პროგრამა, მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას.
„მთავრობის რეფორმის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობისა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას,“ – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ფონდის პროგნოზით, 2017 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.5 პროცენტით გაიზრდება.
ინფლაცია ეროვნული ბანკის 4-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს, წინა პერიოდში ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასებისა და აქციზის ზრდის გამო.
სსფ-ის პროგნოზით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება.
ამასთან, ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე, რთულად პროგნოზირებად, მოვლენებს.
სსფ-ის განცხადებით, ეკონომიკური პროგრამის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ ინკლუზიურ ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა.
ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4– პუნქტიან გეგმას.
მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები