ეკა ბესელია სუს-ის ანგარიშზე: ყველა დასმულ კითხვაზე მივიღე პასუხი

პროცესი საქმიან ვითარებაში წარიმართა, ყველა დასმულ კითხვაზე მივიღე პასუხი – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის გამოსვლას სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
მისი თქმით, ოპონენტებს ჰქონდათ შოუს მოწყობის სურვილი, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „პროცესი საქმიან ვითარებაში წარიმართა, ყველა დასმულ კითხვაზე მივიღე პასუხი, ყველა საკითხზე რაზეც შეიძლებოდა უფრო მეტი გახსნა, ვიდრე ეს ანგარიშში წერია, მივიღეთ ინფორმაცია დახურულ ფორმატში. ჩვენი ოპონენტები, ემზადებოდნენ, რომ აქ შოუ მოეწყოთ და ეს შოუ ვერ მოაწყვეს, რა თქმა უნდა, იტყვიან იმას რაც მათ სურთ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენდნენ. ანგარიში ვახტანგ გომელაურის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები