ალექსანდრე ტაბატაძე: კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კითხვას პასუხი გავეცით

„გაცემული იქნა იმ დოზით პასუხები, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ პარლამენტში, სუს-ის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, მან დეპუტატებთან შეხვედრისას მხოლოდ იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„გაცემული იქნა იმ დოზით პასუხები, რასაც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმიტომ რომ მკაცრად არის განსაზღვრული თუნდაც კონტრადაზვერვით საქმიანობის შესახებ კანონში გაწერილი, რომ ის, რისი თქმის უფლებაც არა გვაქვს და რაც არის სრულიად საიდუმლო, ამას ჩვენ გაერთიანებულ დეპუტატაციაზეც ვერ ვიტყვით საიდუმლო საკითხებზე, – მე ვსაუბრობ, სრულიად საიდუმლო საკითხებზე, ის რაც ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გვეთქვა… ჩემი მხრიდან, ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც არ არის მიზანშეწონილი და რომელიც კანონით იკრძალება, ეს არ შეიძლება და ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები