ალექსანდრე ტაბატაძე: არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში “ოდეერი” არ გვყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ე.წ. ოდეერი არ არსებობს. აღნიშნულ საკითხზე მან პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.
“ოდეერებთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტური რეორგანიზაცია გავაკეთეთ. შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც მაღალი რისკის დაწესებულებებში მიავლენს თავის თანამშრომლებს, ორმხრივი ურთიერთობის და ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის სრულიად ნორმალური და ცივილური.
დღესაც მინდა დაგიდასტუროთ, რომ ასეთი ოფიცერი (ოდეერი) დღეს არც უნივერსიტეტში და არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს“, – აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები