მიხეილ გიორგაძე: ამ სპეკულაციას საფუძვლად “ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობა ედო”

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამინისტრო თეატრებს შესაბამის ყურადღებას არ აქცევს, გაუგებარია“ – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამინისტრო თეატრების მიმართულებით საერთო ბიუჯეტის 33% ხარჯვას, რაც ჯამში 33 მილიონი ლარია.
მიხეილ გიორგაძის თქმით, “მთელ ამ კამპანიას საფუძვლად ერთი კონკრეტული მსახიობის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობა ედო”.
მინისტრს მიაჩნია, რომ ეს არის სპეკულაცია, ვინაიდან კონკრეტულად ზურაბ ყიფშიძე საბიუჯეტო დაფინანსების თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრებიდან იღებს, ასევე შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდანაც აქვს, სადაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
კულტურის მინისტრის განცხადებით, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, ყიფშიძე ასევე “ქართუ ფონდის” გრანტითაც ფინანსდება.
მიხეილ გიორგაძეს კონკრეტულ თანხებზე არ უსაუბრია, თუმცა მისი განცხადებით, ყიფშიძის საერთო შემოსავალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ყიფშიძე მამის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლის ყოფაზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.
“სხვაზე რა გითხრათ, შევუსწარი მამაჩემს ღამით საძინებელში ტიროდა, რა დავაშავე ასეთი სიბერე რომ მაქვსო. 5 ლარს სესხულობს რომ სიგარეტი იყიდოს. ცუდად არის და ვერ ხვდება რით დაიმსახურა, რომ ასეა. ზურა თუ ასეა, მე რა მელის წარმოგიდგენიათ? პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, ვერანაირად ვერ მომიხსენიებენ, იმიტომ რომ არანაირი საშუალება არ მაქვს რამე გავაკეთო, იმდენად მხოლოდ მშია! შვილი რომ მეუბნება, კამფეტი მინდაო, უხერხულ პაუზას ვაკეთებ და თემას ვცვლი. არავის სჯერა რომ თვითონ გშია. გული არ გაქვთო, მწერენ! რა ვუპასუხო, სიგარეტის, დუსტის ფული არ მაქვსო?! დაბალი ღობეც აღარ ვართ მსახიობები, აღარავის ვაინტერესებთ. არადა ამ მთავრობის პრიორიტეტი კულტურა იყო. ეხლა დგანან და ქამრებს მიჭერენ. მე კიდე ქამრის შემოჭერა მინდა? დედას გეფიცები ამ ქამარს ერთი ნახვრეტი მე დავამატე! “ – აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები