ალექსანდრე ჯეჯელავა დუბაიში, განათლების საერთაშორისო ფორუმზე პროგრამას „ისწავლე საქართველოში“ წარადგენს

დუბაიში, განათლების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავამ წარადგენს პროგრამას „ისწავლე საქართველოში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს განათლების სამინისტრო დღეს, პირველად დუბაიში არის მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო განათლების ფორუმის.
„განათლების მინისტრი გახლავთ იქ და წარადგენს ჩვენს პროგრამას, რომელსაც ჰქვია „ისწავლე საქართველოში“. ამ ახალ მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რომ მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები. დუბაიში დღეს წარდგება საქართველო თავისი შესაძლებლობებით და ამ სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუტები მოუსმენენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებლების პროგრამებს, რომელსაც საქართველო შესთავაზებს რეგიონის მომავალ, პერსპექტიულ სტუდენტებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები