ზურაბ ქადაგიძემ სამამულო ომის მონაწილეებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ ქადაგიძემ მისივე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სამამულო ომის მონაწილეები მოინახულა, სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა. ზურაბ ქადაგიძემ ომის ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრა და მათ დახმარება და თანადგომა აღუთქვა.
“მინდა თითოეულ თქვენთაგანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა გისურვოთ. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელთა ცხოვრებაც მაგალითია ჩვენი მომავალი თაობისთვის”, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები