სამართალდამცავებმა გურჯაანში გატაცებულ გოგოს მიაგნეს, მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანში 27 წლის მამაკაცის მიერ გატაცებული გოგოს ადგილსამყოფელს მიაგნეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო და ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გოგო გურჯაანში 27 წლის მამაკაცმა მოიტაცა. ცნობილია, რომ გოგონამ გატაცებამდე ჯერ კიდევ იანვარში, სამართალდამცავებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროვებდა. განცხადების საფუძველზე ახალგაზრდა მამაკაცი გამოიკითხა და შესაბამისი ოქმი შედგა. შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის მხრიდან გაფრთხილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები