სოფო კილაძე სერგო რატიანს – აბა ვინ ხართ? მე ძალიან კარგად ვარჩევ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს, რის შემდეგაც განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
სხდომაზე ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლება გააკრიტიკეს, ”ქართული ოცნების” წევრებმა კიო ოპოზიციონერ დეპუტატებს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი მოიხსენია, რაზეც მან რატიანისგან შენიშვნა მიიღო.
”აბა ვინ ხართ? მე ძალიან კარგად ვარჩევ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ”, – მიმართა სოფო კილაძემ სერგო რატიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები