გურჯაანში 24 წლის გოგოს მოტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანში, ახალგაზრდა გოგოს მოტაცების ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა და ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
24 წლის გოგო გურჯაანში 27 წლის მამაკაცმა მოიტაცა. ცნობილია, რომ გოგონამ გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცავებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროვებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები