სუს-ი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი ყურადღება ეთმობა ანალიტიკოსთა რეგულარულ პროფესიულ გადამზადებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მაღალი დონის ანალიტიკური შესაძლებლობებია, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
სუს-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახური საანგარიშო პერიოდში მუდმივად ახდენდა ინფორმაციის სწრაფ დამუშავებას და ხარისხიან ანალიზს.
მათივე ცნობით, ანალიტიკოსთა მიერ მომზადდა 1000-მდე ანალიტიკური და საინფორმაციო ბარათი, შემუშავდა სხვადასხვა სახის რეკომენდაციები.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური გუნდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით, კვალიფიციურ და მაღალპროფესიულ დონეზე ახორციელებდა ინფორმაციის სისტემატიზაციას, ვითარების რელევანტურ ანალიზს, საფრთხეების პროგნოზირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. საანგარიშო პერიოდში, ანალიტიკოსთა მიერ მომზადდა 1000-მდე ანალიტიკური და საინფორმაციო ბარათი, შემუშავდა სხვადასხვა სახის რეკომენდაციები.
ანალიტიკური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, რეგულარულად მიმდინარეობდა ღია და ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის დახვეწა, სტრუქტურულ დანაყოფებს
შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის მეთოდების გაუმჯობესება, რაც გადამწყვეტია ინფორმაციის დროულად ხელმისაწვდომობისთვის მისი ანალიტიკური დამუშავების პროცესში. შექმნილია სხვადასხვა მუდმივმოქმედი და დროებითი სამუშაო ჯგუფები, სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი ყურადღება ეთმობა ანალიტიკოსთა რეგულარულ პროფესიულ გადამზადებასა და მათი უნარების განვითარებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო პარტნიორებს.
ანალიტიკოსთა საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას ემსახურება ასევე უწყების გარეთ არსებული ანალიტიკური რესურსის გამოყენება და მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა კვლევით ცენტრებთან, აკადემიურ წრეებთან და შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები