ლისის ტბაზე გარბენი: ,,ჩვენ გვიყვარს სირბილი“ გაიმართება

28 მაისს ააიპ ,,მორბენალთა კლუბი თბილისი“ ლისის ტბაზე წარმოგიდგენთ გარბენს სახელწოდებით ,,ჩვენ გვიყვარს სირბილი“. ეს არის სპორტული ღონისძიება, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და ,,როუდ რანინგის” პოპულარიზაცია.
როგორც ,,კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მსურველს 10 წლიდან. ყველა ასაკის მონაწილე ირბენს 6 კმ დისტანციას, მხოლოდ 10-15 წლის მოზარდები ირბენენ 3კმ-ს. გარბენი ფასიანია და რეგისტრაციის საფასური შეადგენს 10 ლარს. ღონისძიების მთავარი გზავნილია: ,,ირბინეთ ჯანმრთელობისთვის! ირბინეთ თქვენი ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის!“ რეგისტრაცია მსურველებისთვის შესაძლებელია ბმულზე: http://runclubtbilisi.ge/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

ააიპ ,,მორბენალთა კლუბი თბილისი“ 3 წლის წინ შეიქმნა მოყვარული მორბენლების ბაზაზე. ეს არის პირველი ქართული კლუბი სპორტის ამ სახეობაში. ,,ჩვენ გვიყვარს სირბილი“ ააიპ ,,მორბენალთა კლუბ თბილისის“ პირველი ღონისძიებაა, რომლის ჩატარებაც  მაღალ სპორტულ დონეზე იგეგმება. გარბენის მონაწილეები დაჯილდოვდებიან 5 ასაკობრივ კატეგორიაში: 10-15 წლის მოზარდები (2002-2007წწ); 16 – 25 წელი (1992-2001წწ); 26 – 35 წელი (1982-1991წწ); 36 – 45 წელი (1972-1981წწ);46 წელი და ზემოთ (1971წ +).

რეგისტრირებული მონაწილეების წახალისების მიზნით ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებულია ფოტოკონკურსი სახელწოდებით: ,,ვემზადები გარბენისთვის ,,ჩვენ გვიყვარს სირბილი”. კონკურსის შესახებ ინფორმაცია და პირობები იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/runclubtbilisi/photos/a.654355691301405.1073741828.654332777970363/1414071621996471/?type=3&theater

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები