ენერგეტიკის სამინისტრო სენაკში ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს

ენერგეტიკის სამინისტრო გაზგამანაწილებელი კომპანია „გასკო პლიუსის“ მიერ სენაკში ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, უწყებას აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს.
განცხადების თანახმად, ბუნებრივ აირზე განახლებული ტარიფი მთელ საქართველოში ყველაზე მაღალია.
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის “გასკო პლიუსის” მიერ იქნა მიღებული – სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა.
ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი – სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.
სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივ დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები