შალვა ხუციშვილი სახალხო დამცველს პასუხობს: დროებითი მოთავსების იზოლატორებში რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლა არ ხდება

„დროებითი მოთავსების იზოლატორებში რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლაზე ან რაიმე არასათანადო მოპყრობაზე საუბარი არ არის“ – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სახალხო დამცველს, რომელიც ანგარიშში აღნიშნული ფაქტების მატებაზე საუბრობს.ხუციშვილის
განცხადებით, ძალის გადამეტების ერთეული შემთხვევები ხდება, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამას არ აქვს სისტემური სახე.
მისივე თქმით, უწყება სახალხო დამცველის მხრიდან მათი მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს ეთანხმება, თუმცა ნაწილს სჭირდება მეტი დასაბუთება და არასწორი დასკვნებია გაკეთებული.
რაც შეეხება ომბუდსმენის კიდევ ერთ რეკომენდაციას, სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის თაობაზე, შალვა ხუციშვილს მიაჩნია, რომ თუ შეიქმნება პარალელური ორგანო, რომელსაც არავინ გააკონტროლებს, მაშინ მის შექმნას უწყება არ მიემხრობა.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, დაკავებულ პირთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაზიანებები აღენიშნება, 12 პროცენტით გაიზარდა. ასევე, 12,9 პროცენტით იმატა იმ პირთა რიცხვმა, ვისაც პრეტენზია აქვს პოლიციელების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები