იურისტები სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებისთვის გაუთქმელობის მოხსნას მოითხოვენ

იურისტები სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებისთვის გაუთქმელობის მოხსნას მოითხოვენ. როგორც “ადამიანის უფლებათა დაცვის” იურისტმა ეკა ლომიძემ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დეკანოზ მამალაძესთან იმ საჩივრის დეტალები განიხილეს, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მზადდება.
“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი” სტრასბურგის სასამართლოში პროკურატურის იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლებიც ადვოკატებისთვის გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე უარის თქმას უკავშირდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება”, – განაცხადა ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები