ლადო ბოჟაძე: ჩვენც გვკითხონ თბილისელებს, იქნებ ჩვენც გვინდა პარლამენტი დედაქალაქში

თუ პარლამენტი ქუთაისში იქნება, მაშინ მთავრობაც ქუთაისში გადავიყვანოთ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე თვლის, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის პიროვნული გადაწყვეტილება იყო, რათა თავიდან აეცილებინა დედაქალაქში საპროტესტო აქციები. მისივე განცხადებით, პარლამენტი თბილისში უნდა იყოს, თუმცა კონსტიტუციაში ამის შესახებ ჩანაწერი არ იქნება.
„ბათუმელსაც რომ ჰკითხო, უნდა თუ არა პარლამენტი ბათუმში, იტყვის, რომ უნდა. ჩვენც გვკითხონ თბილისელებს, იქნებ ჩვენც გვინდა პარლამენტი დედაქალაქში, მითუმეტეს, როცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტი სახელმწიფოს დედაქალაქშია. თავის დროზე, ეს საკითხი სააკაშვილმა თავის სურვილებს მოარგო, რათა თავიდან აეცილებინა დედაქალაქში საპროტესტო აქციები.
​ის, თუ პარლამენტი სად იქნება, კონსტიტუციაში არ ჩაიწერება და ამას რეგლამენტი განსაზღვრავს – ეს არალოგიკურია, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში, მაშინ მთავრობაც გადავიყვანოთ ქუთაისში, რადგან არსად არ არის ეს ორი ინსტიტუტი ცალ-ცალკე“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები