ლადო ბოჟაძე: პრეზიდენტს, რომ არ განეხორციელებინა 6 ვეტო, არავინ მიაქცევდა ყურადღებას

პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს გვაქვს ძალიან სუსტი, ამიტომ მას ხალხი აირჩევს თუ დაინიშნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე თვლის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი 2010 წელს სააკაშვილის ინიციატივით დასუსტდა, ამიტომ დღეს არსებული კონსტიტუციიდან გამომდინარე ბოჟაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა ხალხის მიერ მოხდება თუ დანიშვნის წესით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„2018 წელს ჩვენ ვერ მოვახერხებთ პრეზიდენტი ავირჩიოთ არაპირდაპირი წესით. თავად მარგველაშვილს 6 ვეტო, რომ არ განეხორციელებინა არავინ მიაქცევდა ყურადღებას. პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე მისთვის ისეთი მაღალი ლეგიტიმაცია, როგორიც ხალხის მიერ არჩევაა, არ არის გამართლებული. წარმოვიდგინოთ, რომ მარგველაშვილს არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება, არავის ეცოდინებოდა ვინ გვყავს პრეზიდენტი.
​გერმანიაში ართმევენ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას? მერე ცუდი ქვეყანაა გერმანია? დღეს არის საუბარი, რომ ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო და პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ მათ დაასუსტეს, რათა გაძლიერებულიყო პრემიერის ინსტიტუტი და დასუსტებულიყო პრეზიდენტის. პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მეთაური, ის უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ ფუნქციიდან გამომდინარე, არის არბიტრი“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები