პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 91 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.
შეწყალებულებს შორის 4 ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებია კომისია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა. კომისიაზე 579 პირის საქმე განიხილეს.
პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები