ე.წ. ჭიაკოკონობაზე ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

„ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას საბურავებისა და პლასტიკური მასალების დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა.
„საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა” იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა.
საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას – არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები