ირაკლი კობახიძე: საბოლოოდ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე
„ძალაშია ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ოპონენტებმა ვერც ერთი მყარი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს აქვს სერიოზული უპირატესობა პირდაპირი არჩევის წესთან შედარებით.
“ჩვენ წარვადგინეთ არაერთი მყარი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ არაპირდაპირი არჩევის წესს აქვს სერიოზული უპირატესობა პირდაპირი არჩევის წესთან მიმართებით. ვერც ერთი მყარი არგუმენტი ოპონენტებმა ვერ წარმოადგინეს. თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს, შეგვიძლია განვაგრძოთ მსჯელობა, თუმცა ვიმეორებ, მათ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, ძალაშია ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე”, – განაცხადა კობახიძემ.