კახეთში სანადირო თოფით მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი. ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აპრილს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების დროს, 1960 წელს დაბადებული ს. მ. სანადირო გლუვლულიანი თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ბ. ჩადენილი დანაშაულიდან რამდენიმე დღეში ახმეტაში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები