შალვა ხუციშვილი: პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი დაუსაბუთებელია

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ხვალ პასუხს გასცემენ. ხუციშვილის შეფასებით, პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი დაუსაბუთებელია.
”არის საკითხები, რომელსაც ვიზიარებთ და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამის გათვალისწინებით და დავხვეწოთ გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ეხება სამართლებრივ თუ სხვა საკითხებს. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი იყო და თუ რატომ იყო დაუსაბუთებელი, ამაზეც პასუხს გავცემთ ხვალ”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებით შეყვანილ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა რაოდენობა 2016 წელს, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო. ანგარიშში ასევე საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტებზე და დაკავებისას დაზიანებების არ ასახვას შესაბამის ოქმში, მაშინ როდესაც ვიზუალური დათვალიერების ოქმში ეს დაზიანებები დაფიქსირებულია.
სახალხო დამცველი ასევე რეკომენდაციით მიმართავს შსს-ს, რათა პოლიციის თანამშრომლებმა ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღონ მკაფიო გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები