მამა რევაზ სიხარულიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან აღსარება ჩაიბარა

მამა რევაზ სიხარულიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან აღსარება ჩაიბარა. მამა რევაზ სიხარულიძე დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც მამა რევაზმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის ზიარება მისი პრეროგატივა არ არის.
„ძალიან მაწუხებდა მისი ჯანმრთელობა. ვისთვის შიმშილობა იყო და ვისთვის მკაცრი მარხვა, ამაზე თვითონ იფიქრონ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი მდგომარეობა ნორმალურია, იკვებება ნორმალურად და მადლობა ღმერთს, თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ზიარებას, ამ შემთხვევაში ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მათ შეჩერებული აქვთ მღვდელმსახურება და ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება ბოლომდე. ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა. მამა გიორგი ცდილობს თავი გაიმართლოს, დანარჩენი მომავალში გამოჩნდება”, – განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ითხოვს თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ სინოდთან და პატრიარქთან შეხვედრას, მამა რევაზ სიხარულიძემ განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები