ხვალ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასწავლო ცენტრს ხსნის

ხვალ, 15:30 საათზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნება.
სასწავლო ცენტრს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად განათლების და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა, დედაქალაქის მერი – დავით ნარმანია და ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი გახსნიან. ცენტრის საზეიმო გასნას სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.
gwp-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება არსებული და პოტენციური თანამშრომელების პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია. ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სიმულაციური სივრცეებით, სასწავლო სტენდებით, ლაბორატორიებით და აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით, ყოველწლიურად დარგის 60-ზე მეტ ინჟინერს მოამზადებს და 400-ზე მეტ თანამშრომელს გადაამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები