“საქართველოში გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა”

მაჩვენებელი, რომელიც ავტოსაგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით გვაქვს საგანგაშოა, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეიქმნა, 1 ივნისიდან ამოქმედდება.
“ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, ამიტომ საჭირო იყო ახალი, დახვეწილი კანონპროექტის შექმნა. საქართველოში გასულ წელს 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და უამრავი დაშავდა, ამიტომ ახალი დახვეწილი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, 1 ივნისიდან ამოქმედდება. ეს არ ისახავს მიზნად მძღოლების დაჯარიმებას, ეს განპირობებულია ჩვენი შემაშფოთებელი სტატისტიკით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები