ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა 

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების  ორგანიზაციის (OECD) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თაობაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის  რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის  მიზანია ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მიმდინარე სტატუსის და საქართველოსთვის ევროკავშირის “წყლის ინიციატივა +” პროექტის ფარგლებში  2017-2020  წლების ეროვნული პრიორიტეტების განხილვა. ასევე,  საქართველოში წყლის სექტორში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებს შორის სასარგებლო კავშირებისა და თანამშრომლობის  გაძლიერება.
უწყების ცნობით, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმების (2010, 2015 წ.წ.) თანახმად, 2010 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს ეროვნული პოლიტიკური დიალოგი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თაობაზე.
ამ პროცესში  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)  წარმოადგენენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს.
ეროვნული პოლიტიკური დიალოგი ამ ეტაპზე ფოკუსირებულია გაეროს 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნებისა და  ევროკავშირის რეგიონული პროექტი „წყლის ინიციატივა+“-ით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები