ეროვნულ საშენ მეურნეობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ეროვნულ საშენ მეურნეობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ ადგილზე ორნიტოფერმა და საწიწილე-საინკუბატორი მეურნეობა მოინახულეს და ველური ბუნების მდგრადი მართვის პრობლემატიკას გაეცნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ველური ფაუნის შენარჩუნებისა და პოპულაციების რიცხოვნობის გაზრდის მიზნით, მოხდება მოწყვლადი სახეობების გამრავლების ხელშეწყობა.
ეროვნული საშენი მეურნეობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად გეგმავს ევროპული მოდელის საპილოტე სამონადირეო მეურნეობების მოწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები