გივი ბერიკაშვილს 13 აპრილს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს გივი ბერიკაშვილს 13 აპრილს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დაკრძალვის დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

83 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

ცნობილი ქართველი მსახიობი ფილტვებზე არსებული პრობლემებით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.  იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები