ირაკლი მეძმარიაშვილი: ჯერ დამკვეთის და შემდეგ დამბრალებლის…

“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს უნდა გაიმართოს, სადაც მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი მხარეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე იმსჯელებს. პარალელურად, სეოკ-ის პრეზიდენტი მის ყოფილ კონკურენტს ღიად უპირისპირდება და მას სატელევიზიო სიუჟეტის “შეკვეთაში” ადანაშაულებს. რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი, რა მოლოდინი აქვს მოსარჩელეს და გადადის თუ არა სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ დაპირისპირებაში? – ამ თემებზე “პირველს” სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილი ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. რა ეტაპზეა სარჩელის განხილვა?
– ხვალ, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალოს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ იანვრის თვიდან ველოდებით, ახლა კი შუამდგომლობის სახით ვითხოვთ. შემდგომში მოხდება ამ საბუთების გაცნობა. გარდა ამისა, ჩვენმა იურისტმა დამატებითი დოკუმენტაცია გამოითხოვა ოლიმპიური კომიტეტიდან. ეს იქნება კვლავ მოსამზადებელი სხდომა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ დოკუმენტაციას წარმოადგენენ, თუმცა მე ამ საკითხს სალაპარაკოს არ გავხდიდი. რომ მქონოდა ეს დოკუმენტაცია, ცხვირზე ავაფარებდი ყველას.
– რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოსგან?
– დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და რეალურად გამოჩნდება, რა დოკუმენტაცია აქვს ოლიმპიურ კომიტეტს და რა – არა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ პროცესით ოლიმპიურ კომიტეტის საქმიანობას ხელი არ ეშლება და არც ამ საბუთების წარმოდგენა გახდება რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი. ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სასამართლოში მიმდინარე საქმის გამო, ოლიმპიური კომიტეტი კონტრაქტების გაფორმებასა და სპონსორების მოძიებას ვერ ახერხებს. ვინც ამას ამბობს, ის არის მატყუარა. მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ საბუთები ჩვენი მხრიდან არასწორად არის მოთხოვნილი, რის გამოც მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ვერ ხვდებიან რაზეა საუბარი. თუ მათ ყველა საბუთი აქვთ და ეს დოკუმენტაცია წესრიგშია, მის წარმოდგენაზე უარს რატომ ამბობენ?! თუ ეს საბუთები არსებობს, ძალიან მარტივია მისი წარმოდგენა, თუმცა ისინი ამ პროცესს აჭიანურებენ. ეჭვი მაქვს, რომ ასეთი საბუთები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები