მაია ბითაძის თავმჯდომარეობით ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრა გაიმართა

შვეიცარიაში, ქ.ჟენევაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძის თავმჯდომარეობით, რომელიც ამავდროულად, წარმოადგენს  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის და კონვენციის ბიუროს  თავმჯდომარეს,  კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის 21-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე UNECE-ის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, განიხილეს კონვენციის, მისი ოქმისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კონვენციის ცვლილების ფარგლებში მიმდინარე ქმედებები. დადებითად აღინიშნა ქვეყნების მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების უახლოესი რატიფიცირების შესახებ, მათ შორის, საქართველოში განხორციელებული ქმედებებისა და იმ პროგრესის შესახებ, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში მიაღწია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორჰუსის კონვენციის სამივე საყრდენის (ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა) და მისი ოქმის განხორციელების როლსა და მნიშვნელობას ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ასევე, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი კონვენციის განხორციელებას UNECE-ის რეგიონის ქვეყნებში და მის პოპულარიზაციას რეგიონის მიღმაც.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები შეთანხმდნენ დოკუმენტების ტექსტების პროექტებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს ბუდვას დეკლარაცია  გარემოსდაცვითი დემოკრატიის განმტკიცებისა მდგრადი მომავალის უზრუნველყოფის შესახებ. დოკუმენტების ტექსტები წარედგინება ორჰუსის კონვენციის და მისი ოქმის მხარეთა კონფერენციას ქ. ბუდვაში (მონტენეგრო) მ/წ 14-15 სექტემბერს დასამტკიცებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები