გიორგი კვირიკაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.
„ვულოცავ ისრაელის ხალხსა და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს, რომელიც ამ დიდი ერისთვის მონობიდან გამოყვანისა და თავისუფლების სიმბოლოა.
ვუერთდები ჩვენი ებრაელი მოქალაქეების სიხარულს და ვუსურვებ, თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეთ მათ ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები