ვეტერანების საქმეთა სამსახურსა და ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
კლინიკა უწყების ბენეფიციარებს – ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს საკუთარ ბაზაზე შესთავაზებს უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა).
სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები