დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა

​დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე მეგობართან ერთად სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, კლდეზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის და საგარეჯოს რაიონული პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი, მამაკაცის ხევიდან ამოყვანა მაშველების მეშვეობით მოხერხდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა თუმცა, როგორც „კვირას“საავადმყოფოში განუცხადეს, საავადმყოფოში მიყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რამდენიმე პირთან ერთად დავითგარეჯაში თბილისიდან ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები